08 იანვარი 2026,   13:26
ვრცლად
არსებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 60 წლის მამაკაცი გაიტაცეს

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 60 წლის მამაკაცი გაიტაცეს.

გორის რიონის სოფელ ბერშვეთში ამბობენ, რომ მათ ამირან დურგლიშვილი დილით ნახეს და მას შემდეგ მასთან კონტაქტი არავის ჰქონია. 

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა კურიერთან საუბრისას აცხადებს, ამირან დურგლიშვილმა დილით საქონელი საძოვარზე წაიყვანა და სახლში ამ დრომდე არ დაბრუნებულა. 

სოფელი ბერშვეთი საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს. ამ ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტები ხშირად იტაცებენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ოკუპანტები ამბობენ, რომ მათ ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს. 

ამირან დურგლიშვილის გატაცების ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. 

 

 

დღის ამბები