საბაჟო გამშვებ პუნქტ თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ფულის ქვეყნიდან გატანის 2 ფაქტი გამოვლინდა.
შსს-ს საავიაციო უშიშროების სამმართველოს ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქეების ვ.ვ-სა და გ.ო-ს უსაფრთხოების შემოწმებისას დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა, ვ. ვ-ს ხელბარგში 47 ათას 500 აშშ დოლარი, ხოლო გ. ო-ს ბარგში 31 ათასი აშშ დოლარი, ასევე 74 ათას 959 ჩინური იუანი აღმოაჩინეს. დაკავებულები თბილისი-ბაქო და თბილისი-დოჰას რეისებით აპირებდნენ გამგზავრებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 3000-3000 ლარის ოდენობით.