09 იანვარი 2026,   23:22
ვრცლად
თბილისის მერია თანამშრომლების შესარჩევ კონკურსს აცხადებს, ოპოზიცია კი კანონდარღვევაზე საუბრობს

თბილისის მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ მერიის თანამშრომლების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსზე გააკეთა განაცხადება და არსებული პროცედურები განმარტა.

„პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული განაცხადების დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შედარება და მათი გადარჩევა, გადარჩეული კანდიდატები შემდგომ უკვე მეორე ეტაპზე გაივლიან ტესტირებას და მათ ექნებათ ვალდებულება გადალახონ 75%-იანი ბარიერი, რომელიც დადგენილია, ხოლო მესამე ეტაპზე უკვე გადალახულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება,“ - განმარტავს ქალაქის მერი.

ოპოზიცია მერიას კონკურსის დაგვიანებით გამოცხადების გამო საყვედურობს და ამბობს, რომ ამით მერიამ კანონი დაარღვია.

„კანონის დარღვევით დაგვიანებით ცხადდება, ჩვენ არანაირი იმედი არ გაგვაჩნია, რომ არ ჩატარდება ისევ ისე და 469 ჩაჭრილი პირი, რომელიც დღესაც განაგრძობს მუშაობას თბილისის მერიის სისტემაში, ასეთი არაკვალიფიციური კადრები რაიმე მექანიზმებით  ისევ არ იქნებიან დანიშნული თანამდებობებზე,“ - აცხადებს სევდია უგრეხელიძე.

 

დღის ამბები