07 იანვარი 2026,   07:37
ვრცლად
"სააკაშვილი ნათელაშვილზე უფრო მეტად გაკოტრებული პოლიტიკოსია,"- ბიძინა ივანიშვილი

"მიხეილ სააკაშვილი შალვა ნათელაშვილზე უფრო მეტად გაკოტრებული პოლიტიკოსია,"- ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტს. 

"სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელთაც არანაირი საფუძველი აღარ აქვს. აღარც ვკითხულობ მის გამოსვლებს. მან მიაღწია ეტალონს და გადააჭარბა ნათელაშვილს. მე მგონი, ამ დონეზე დავიდა საკუთარი განცხადებებითა და ქმედებებით. მე მგონი, თქვენი ინტერესიც ნაკლებია,"- განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც გაიგეს მიხეილ სააკაშვილის როლის შესახებ. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, ხალხი თავდაპირველად უფრო აგრესიულად ითხოვდა მის პასუხისგებას. დღეს ყველაფერი დალაგდა და ხალხს ამის ნაკლები ინტერესი აქვს.

"საზოგადოება აღარ შფოთავს და დიდ ინტერესს აღარ წარმოადგენს ჩამოიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს,"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

დღის ამბები