ზესტაფონში 42 წლის მამაკაცმა 10 წლის ბავშვი გააუპატიურა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბავშვის ოჯახის წევრები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მცირეწლოვანი გოგონაზე მეზობელმა იძალადა.
როგორც ცნობილი ხდება დამნაშავე გვიან ღამით გოგონას ოჯახში მივიდა. სახლში მხოლოდ ბავშვები იყვნენ. მან პატარებს მაღაზიაში გაყოლა შესთავაზა, მაგრამ მამაკაცს მხოლოდ უმცროსი ბავშვი გაჰყვა.
დამნაშავეს მეორე მამაკაციც ახლდა, რომელიც 2 გოგონასთან სახლში დარჩა და მათ გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდა.
როგორც დაზარალებულის ოჯახში აცხადებენ გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი ნასამართლებია და ის საპატიმროდან 2 წლის წინ შეწყალებით გამოვიდა.
მოხდარზე საქმე 137-ე, გაუპატიურების მუხლით არის აღძრული.