12 იანვარი 2026,   01:02
ვრცლად
"არც ბიძინა ივანიშვილს და არავის აქვს უფლება თავი კანონზე მაღლა დააყენოს," - მანანა ნაჭყეპია

ახალი მემარჯვენეები გიორგი ქადაგიძის მისამართით ყოფილი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. მანანა ნაჭყებია სხვადასხვა დროს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს და აცხადებს, რომ ეს ჩრდილს აყენებს საერთაშორისო ორგანიზაციებს.

"თქვენ გახსოვთ IRI-ს, NDI-ს მიმართ გაკეთებული განცხადებები. გახსოვთ იგივე სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის მიმართ გაკეთებული განცხადებები. ამ განცხადებასაც სწორედ ამ რანგში განვიხილავთ, რომელიც ჩრდილს აყენებს საერთაშორისო ორგანიზაციებს," - აცხადებს ნაჭყებია. 

ახალი მემარჯვენეების წევრი ყოფილ პრემიერს აკრიტიკებს და განმარტავს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

"არც ბიძინა ივანიშვილს და არავის აქვს უფლება თავიანთი თავი კანონზე მაღლა დააყენონ და თქვან, რომ მე აღარ მინდა და ჩემს გამო ხელს ნუ ახლებთ ქადაგიძეს. თუ ქადაგიძე დამნაშავეა, მას ეს უნდა დაუდასტურდეს, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და სათანადო მტკიცებულებების თანახმად სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება," - განაცხადა მანანა ნაჭყეპიამ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა პირადად სთხოვეს მას არ დაეპატიმრებინათ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

დღის ამბები