კოალიცია ქართული ოცნების ფრაქციის სხდომა დაწყებულია. შეხვედრას კოალიციის სხვა წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესწრებიან. როგორც ცნობილი ხდება სხდომაზე იმყოფება ბიძინა ივანიშვილიც.
განხილვის მთავარი თემა საარჩევნო კანონი და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იქნება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ემხრობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.
„რუსთავი 2-ის“ გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.