06 იანვარი 2026,   08:33
ვრცლად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში 48 წლის, წარსულში ხულიგნობისთვის ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს.

ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით მარნეულის ავტოსადგურში აიყვანეს.

ოპერაცია იმ დროს ჩატარდა, როდესაც დაკავებული აზერბაიჯანში ამანათის გაგზავნას აპირებდა. ამოღებულია 57 გრ. ნარკოტიკული საშუალება რომელიც 19,6 გრ. ჰეროინს შეიცავს.

დღის ამბები