მსხვილმა იაპონურმა კორპორაცია ”მარუბენმა” შესაძლოა საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს. სურვილი კომპანიის ხელმძღვანელმა ტერო ასადიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას გამოთქვა.
”მარუბენი” სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და ტურიზმის სექტორებით დაინტერესდა.
ტოკიოში გიორგი მარგველაშვილი ბიზნესორგანიზაცია ”კეიზაი დოიუკაის” წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრას დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი ქართველი ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ.