13 იანვარი 2026,   12:06
ვრცლად
ანგელა მერკელი უელსის ნატოს სამიტზე მაპ-ის საკითხს გამორიცხავს

ნატოს მომავალი სამიტის თემა საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება არ იქნება - ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

ანგელა მერკელის თქმით, საქართველო არის კარგი პარტნიორი და მაპ-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატად.

`მე არ მგონია საერთოდ, რომ NATO-ს რამე გადაწყვეტილებას რუსეთი მიიღებს როგორც მწვანე შუქს დამატებითი აგრესიისთვის. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის უფრო ინტენსიური ნორმალიზაცია მხარდაჭერის ღირსია. MAP-ის საკითხი NATO-ს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს, რაც არის საქართველოში, ასევე ვხედავთ საქართველოს ძალისხმევას, მაგალითად, ავღანეთში. ამიტომ, NATO-ს შემდგომი სამიტისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და მე ვფიქრობ, რომ MAP-ის გარდა, სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატად,` განაცხადა მერკელმა.

დღის ამბები