გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საგანგებო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, აშკარაა პოლიტიკური კრიზისი, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საფრთხეს წარმოქმნის და მიაჩნია, რომ უახლოესი არჩევნებისთვის ქვეყანა დროულად უმდა მოემზადოს.
„ჩვენ მზად ვართ, რომ პარლამენტთან ერთადაც განვიხილოთ აღნიშნუილი საკითხები და დიდი იმედი გვაქვს, რომ დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოეხმაურებიან ჩვენს მიმართვას,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.
ის ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფი ძალიან სწრაფად უნდა შეიქმნას და ის ამისთვის ბოლო ვადად ოქტომბერს ასახელებს.
ნინო ბურჯანაძემ განცხადება ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე უკვე გადაუგზავნა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.