15 იანვარი 2026,   11:33
ვრცლად
თელავში პოლიციელის მამა დაიკარგა

უკვე მეექვსე დღეა თელავში პოლიციელის მამას ეძებენ. 72 წლის ალექსანდრე ბერძნიშვილი სახლიდან 17 ოქტომბერს გავიდა და არ დაბრუნებულა. მოხუცი ბოლოს თბილისში ვარკეთილის მეტროსთან შენიშნეს, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.

დაკარგულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცი მათ არწმუნებდა, რომ თურქეთში მეგობართან უნდა წასულიყო სამუშაოდ. თუმცა, გადაკვეთა თუ არა მან საზღვარი, უცნობია.
ალექსანდრე ბერძნიშვილის ძებნაში პოლიციაა ჩართული.

დღის ამბები