25 დეკემბერი 2025,   13:41
ვრცლად
იზმირში მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ, შენობის ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს

თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობიდან მაშველებმა სამი წლის გოგონა გამოიყვანეს, CNN-ის ინფორმაციით, ელიფ ფერინჯეკმა ნანგრევებში 65 საათზე მეტი გაატარა. 

მანამდე კი მაშველებმა კიდევ ერთი ბავშვი გადაარჩინეს - 14 წლის იდილ სირინი ნანგრევებში შველას თითქმის 60 საათის განმავლობაში ელოდებოდა.  

7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში პარასკევს მოხდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა ათასს უახლოვდება.

დღის ამბები