ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ბანკის გაუქმებისა და მის ნაცვლად სავალუტო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ამასთან ერთად, ჯაფარიძის წინადადებაა, რომ ლარი აღარ იყოს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება.
"ახალ პოლიტიკური ცენტრში" მიიჩნევენ, რომ ლარის კურსი უნდა იყოს ფიქსირებული დოლართან, ევროსთან, ან ამ ვალუტების კალათასთან მიმართებაში.
ზურაბ ჯაფარიძის აზრით, "შექმნილი სავალუტო კრიზისის ფონზე, მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საუბარი გიორგი ქადაგიძის პასუხისმგებლობაზე უკიდურესად საშიშია, რაც დარტყმას აყენებს ფინანსურ სისტემას, აფრთხობს ინვესტორებს და აძლიერებს არასტაბილურობის განცდას."