24 დეკემბერი 2025,   20:16
ვრცლად
მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტროში ადასტურებენ. არსებული ცნობით, COVID-19 მიხეილ ჩხენკელის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

სამინისტროს ცნობითვე, მინისტრი თავს კარგად გრძნობს, არ აღენიშნება სიმპტომები და საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.  

დღის ამბები