11 იანვარი 2026,   10:57
ვრცლად
ჩვილის გარდაცვალებას მშობლები ექიმს აბრალებენ-ხმაური ბათუმის სამშობიარო სახლში

ბათუმის სამშობიარო სახლში ჩვილი გარდაიცვალა. 

ახალშობილის გარდაცვალების გამო ამ წუთებში ბათუმის სამშობიარო სახლში ხმაურია. 32 წლის მანანა გოგიტიძის ოჯახი ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორს ნუკრი ბეჟანიძეს უყურადღებობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. მათი განცხადებით ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა, რადგან ექიმმა მშობიარეს საკეისრო კვეთა დროულად არ ჩაუტარა.

სამშობიარო სახლში მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება. 32 წლის მანანა გოგიტიძე კი საოპერაციოში ჰყავთ შეყვანილი.

დღის ამბები