14 იანვარი 2026,   02:51
ვრცლად
"აქამდეც უნდა წარედგინათ მისთვის ბრალი"-მახარაძის დედა ოქროპირიძისთვის ახალი ბრალის წაყენებას აფასებს

გიორგი ოქროპირიძისთვის ახალი ბრალის წაყენებას ლაშა მახარაძის დედა სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. როგორც ნინო დიდებულიძემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა გიორგი ოქროპირიძისთვის ცილისწამების გარდა სხვა საქმეებზეც უნდა წარედგინათ ბრალი.

„მკვლელის ციხიდან გამოსვლა არ შეიძლება. ცილისწამებასთან ერთად მას სასამართლო პროცესზეც ჰქონდა ისეთი საქციელები, რომლის გამოც ფხიზლად, რომ ყოფილიყვნენ აქამდეც უნდა წარედგინათ მისთვის ბრალი, მაგალითად ჟესტიკულაცია, რომლითაც იმუქრებოდა და გვაჩვენებდა ვის გაუხვრეტდა შუბლს და სხვა ბევრი ასეთი საქციელი აქვს ჩადენილი,“ - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.  

დღის ამბები