14 იანვარი 2026,   09:24
ვრცლად
ძლიერი ქარი ჩხოროწყუში - ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ელიან

სტიქია დასავლეთ საქართველოში, ჩხოროწყუს რაიონში ძლიერმა ქარმა ადგილობრივებს ხეხილი ბაღები და თხილის მოსავალი გაუნადგურა. როგორც ადგილობრივები ყვებიან ძლიერმა ქარმა მათ სერიოზული ზარალი მიაყენა. მოსავალი, რომლითაც მოქალაქეები თავს ირჩენენ განადგურებულია.

ჩხოროწყუს მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. "კურიერთან" საუბრისას ამბობენ, რომ ჯერ მათი პრობლემების მოსასმენად არავინ მისულა. კონკრეტული მოთხოვნებით კი ისინი ხვალ თავად მივლენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

დღის ამბები