25 დეკემბერი 2025,   04:07
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენკის კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"მსოფლიოში არ არსებობს იღბლიანი ადამიანი, ვისთვისაც COVID-19-ი საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ყველა საკარანტინე ღონისძიებებისა, მეც მივიღე დადებითი შედეგი. ტემპერატურა 37.5 მაქვს, ყველას ვუსურვებ 36.6-ს! თავს კარგად ვგრძნობ. პირობას ვდებ, რომ ვიქნები იზოლირებული და განვაგრძობ მუშაობას. უმეტესობამ დაძლია "კოვიდ -19" და მეც გადავიტან. ყველაფერი კარგად იქნება," - წერს ზელენსკი.

დღის ამბები