რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმესა და თბილსერვისის ეპიზოდზე პროცესი 28 ოქტომბერს განახლდება. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა შედგა. პროცესზე ბრალდების 6 მოწმე დაიკითხა. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები იყვნენ. პროცესს გიგი უგულავაც ესწრებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, 7 მილიონად გასხვისებული რიყის ტერიტორია მერიამ უკან 17 მილიონად გამოისყიდა. რაც შეეხება თბილსერვისს, ამ საქმეზე გამოძიება უგულავას სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.