25 დეკემბერი 2025,   18:54
ვრცლად
სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. 27 წლის მამაკაცი ნარკორეალიზატორთა ჯგუფის წევრია, ის ნარკოტიკულ საშუალება "მეფედრონს" ამზადებდა და ინტერნეტით ყიდდა.

ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება შავ ბაზარზე 1 200 000 ლარია. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, პრეკურსორები და ლაბორატორიული ინვენტარი. ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 6-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები