12 იანვარი 2026,   11:47
ვრცლად
პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე წარუდგინა

ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს განიხილავენ.

გიორგი მარგველაშვილმა ამ თანამდებობაზე მზია თოდუა და ეკატერინე გასიტაშვილი წარადგინა.

კანდიდატურები უკვე განიხილეს კომიტეტებში და სავარაუდოდ მომდევნო კვირაში კენჭისყრა გაიმართება.

„კომიტეტის წევრებმა ორივე კანდიდატს მხარი ერთხმად დაუჭირეს. დღეს კანდიდატურები ფრაქცია ქართულ ოცნებაში განიხილეს  და კანდიდატურების წარდგენა სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე მოხდება,“ - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

დღის ამბები