14 იანვარი 2026,   18:01
ვრცლად
მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა ციხეში მისი შვილის ცემაზე საუბრობს

აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის დედა საკუთარი შვილის ცემაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, ოქროპირიძეს საპატიმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ და დედამ და ადვოკატმა ამის შესახებ დაგვიანებით შეიტყვეს.

ამის შესახებ გიორგი ოქროპირიძის დედამ ცირა გოდერძიშვილმა „რუსთავი2“-თან სატელეფონო საუბრისას თქვა.

მისი ინფორმაციით, ოქროპირიძე მძიმედ არის ნაცემი და ის გადაყვანილია ბათუმში.  ცირა გოდერძიშვილი ამბობს, რომ მისი შვილი  არ აღიარებს ლაშა მახარაძის მკვლელობას და ცემის მეთოდიც აღიარების მოპოვებისთვის გამოიყენეს. გარდა ამისა, ცირა გოდერძიშვილი იმასაც ამბობს, რომ მის შვილს გამოცხადებული აქვს მშრალი შიმშილობა. ცემის შემდეგ კი პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებებიც მიიყენა, რის გამოც ის სტაცინარულ მკურალობას საჭიროებს.

„ეუბნებოდნენ, გუანტანამოს მოგიწყობთო ...  დღევანდელ დღეზე ილაპარაკეთ, ადამიანი გადასარჩენია,“ - ამბობს მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა.  

სასჯელაღსრულებაში მისი ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. რაც შეხება მის გადაყვანას ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სასჯელაღსრულებაში ამბობენ, რომ ის ნამდვილად გადაყვანილია ბათუმის ნომერ მესამე დაწესებულებაში და გადაყვანა მისივე უსაფრთხოების გამო მოხდა. სავარაუდოდ მისი გადაყვანა თენგიზ ერისთავთან მომხდარი ინციდენტის გამო მოხდა. 

დღის ამბები