14 იანვარი 2026,   02:57
ვრცლად
ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა წლის ბოლოს იგეგმება

მსოფლიო უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სტრატეგია, - ეს იყო მთავარი თემა, რომელსაც თბილისში ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციაზე განიხილავდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების გენერალმა მიმართეს. ტელეხიდის საშუალებით ჩაერთო ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრ ვერშბოუც.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის, ინფორმაციით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი ვაზიანში, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გაიხსნება.

ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, ეს იქნება საქართველო-ნატოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი.

„ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ იმ პარტნიორებთან, ვისთანაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და განვახორციელოთ ის სწავლებები და წვრთნები, რაც მიმართული იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და არა შეტევითი პოტენციალის გაზრდისკენ,“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ.

დღის ამბები