13 იანვარი 2026,   12:03
ვრცლად
საელჩოს განმარტება - რატომ ჩაიშალა პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში?

Rustavi2.Com გთავაზობთ ბელგიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც განმარტებულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრიუსელში ვიზიტის ჩაშლის მიზეზები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეხვედრა რუსეთთან ბოლო დროს გამწვავებული ვითარების გამო ჩაიშალა. რადგან მოსკოვი საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებულ რეგიონთან - აფხაზეთთან "მეკავშირეობის ხელშეკრულების" გაფორმებას გეგმავს, რის გამოც პრეზიდენტმა 2014 წლის 28 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

უფრო დეტალურად საელჩოს პოზიციას ვიზიტის ჩაშლის შესახებ "კურიერში" 21 საათზე შემოგთავაზებთ. 

"კურიერის" კორესპონდენტები თამარ ნუცუბიძე ბრიუსელში და თამარ ბაღაშვილი ტოკიოში ცდილობენ ჩაშლილი ვიზიტის დეტალების გარკვევას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები