პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვორუმი ორჯერ არ შედგა.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა რეგისტრაცია არ გაირეს, რადგან მათი თქმით საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლება ოპოზიციასთან არ თანამშრომლობს.
ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა ამ ფორმით პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს.
“უმრავლესობის დისფუნქციურობის გამო, პრაქტიკულად პარლამენტიც დისფუნქციურია და მეორე კენჭისყრაა უკვე და კვორუმი არ არის. ჩვენ არ გავიარეთ არც ერთხელ რეგისტრაცია და ამის მიზეზი არის ის, რომ სერიოზულ საკითხებზე, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე, მსჯელობა არ მიმდინარეობს,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა.