09 იანვარი 2026,   10:43
ვრცლად
პარლამენტის სხდომა დღეს უკვე მეექვსედ ჩაიშალა

პარლამენტში სხდომის ჩასატარებლად მეექვსე კენჭისყრა უშედეგოდ დასრულდა. 

რეგისტრაცია 76-დან 75-მა დეპუტატმა გაიარა. შემდეგი კენჭისყრა 15 წუთში გაიმართება.

რეგისტრაცია ისევ არ გუვლიათ თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ მათი თქმით უმრავლესობა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით არ თანამშრომლობს ნაციონალურ მოძრაობასთან და თავისუფალ დემოკრატებთან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები