პარლამენტის სხდომა კიდევ ერთხელ ჩაიშალა. კვორუმი ისევ ვერ შედგა, რადგან რეგისტრაცია 76-ის ნაცვლად 75-მა გაიარა.
დღეს პლენარული სხდომის ჩატარების მცდელობა პარლამენტს უკვე მეშვიდედ ჰქონდა.
როგორც ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა პარლამენტს კვორუმის არარსებობიბს გამო სხდომის ჩატარების უფლება არ აქვს და ის პარასკევს 12:00 საათზე შეიკრიბება.
რეგისტრაციის გავლაზე ისევ პროტესტს აცხადებენ თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც უმრავლესობას ბრალს სდებენ საარჩევნო ცვლილებებზე მათთან თანამშრომლობის გარეშე მუშაობაში.