პატრიოტთა ალიანსი ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა დატოვა. ის თავისუფალ საქართველოს შეუერთდა. გოჩა ძიმისტარაშვილმა დღეს კახა კუკავასთან ერთად ოზურგეთში ბრიფინგი გამართა და პატრიოტთა ალიანსის დატოვების მიზეზები განმარტა.
„გურიაში რეალური ოპოზიციის ფუნქციას შეასრულებს სწორედ თავისუფალი საქართვლო და იმ პრიორიტეტებზე, რომელზეც ფსევდოოპოზიციური პარტიები ერიდებიან საუბარს თავისუფალი საქართვლო ხმამაღლა ისაუბრებს,“ - აცხადებს კახა კუკავა.