13 იანვარი 2026,   11:56
ვრცლად
თუ არ იქნებიან წევრები, რა აზრი აქვს საბჭოს შეკრებას, - მაია ფანჯიკიძე

საგარეო საქმეთა მინისტრს არ აქვს გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა 28 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას. ფანჯიკიძეს მიზანშეუწონლად მიაჩნია საბჭოს სხდომის გამართვა მაშინ, როცა მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით იქნება.

„არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია საბჭოს სხდომის გამართვა მაშინ, როდესაც სხდომას მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებიც კი ვერ დაესწრებიან. თუ იქნება ყველა, ვინც ამ სხდომაზე უნდა იყოს, მე აუცილებლად დავესწრები ამ სხდომას,“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.  

ამავე თემაზე
დღის ამბები