12 იანვარი 2026,   16:17
ვრცლად
ვანში ბანერის ჩამოკიდების მცდელობას ინციდენტი მოჰყვა

კიდევ ერთი ინციდენტი ვანში. ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული კომისია ვანში ბანერის ჩამოკიდებას ცდილობდა, თუმცა მათ ხელი შეუშალეს. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, ვანის საკრებულოს თანამშრომლებმა და გამგებლის თანაშემწეებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

ბანერზე ნაციონალური მოძრაობისთვის მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ასახული იყო ნეპოტიზმისა და კორუფციული ფაქტების სქემა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები