08 იანვარი 2026,   09:37
ვრცლად
ბარათაშვილის ხიდს 7 თვის განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისში ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტი ხიდის სავალი და საფეხმავლო ნაწილის შეცვლას, ასევე მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ხიდის რეაბილიტაციისთვის დედაქლაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

პროექტის დასრულება 7 თვეში იგეგმება.

დღის ამბები