23 დეკემბერი 2025,   21:21
ვრცლად
ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა

ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა. გენადი ესაკია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უროლოგად მუშაობდა. ის COVID-19-ით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა.

ექიმს თანმდევი დაავადება ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია და წუხელ ლეტალური შედეგით დასრულდა.

დღის ამბები