08 იანვარი 2026,   13:30
ვრცლად
თბილისში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა

თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.

ამის შესახებ რუსთავი2-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.

როგორც მერიაში განმარტავენ, შემთხვევის ადგილზე თბილისის კეთილმოწყობის სამსახურისა და თბილსერვისჯგუფის თანამშრომლები იმყოფებიან.

"ქალაქში გასულია მერი და მისი მოადგილეები. ისინი მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან," -განუცხადეს რუსთავი2-ს მერიის პრესამსახურში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები