14 იანვარი 2026,   11:53
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლებას "საერთაშორისო კრიტიკის არაადეკვატურად აღქმაში" ადანაშაულებს

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას საქართველოს ხელისუფლება არაადეკვატურად აღიქვამს და მისი გათვალისწინების ნაცვლად, კვლავ განაგრძობს ოპონენტთა პოლიტიკურ დევნას.

ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შეფასებისას გააკეთა.

ოპოზიცია წუხს, რომ საერთაშორისო დონეზე გამოთქმული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპონენტების პოლიტიკური დევნის თაობაზე იზრდება და საქართველოს ხელისუფლებას პუტინის რეჟიმს ადარებს, რომელიც ამ შეშფოთებას არ იზიარებს.

„ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ყველა ჩვენი მეგობარი შეწუხებულია საქართველოს მთავრობის ამ აბსოლუტურად დამღუპველი და არაპერსპექტიული მიმართულებით, რომ ორი წელია ქვეყანაში აინტერესებთ მხოლოდ პოლიტიკური დევნა, მხოლოდ შერჩევითი სამართალი და მხოლოდ ამჟამინდელი ოპოზიციისა და  ყოფილი ხელისუფლების განადგურება და შეზღუდვა ამ მეთოდებით. ამას ადასტურებს სასამართლო გადაწყვეტილებებიც ევროკავშირის ქვეყნების, საფრანგეთის, საბერძნეთის და ძალიან მკაცრი განცხადებები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები