საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში ვიზიტს განაგრძობს. დღეს გიორგი მარგველაშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრთან გამართავს შეხვედრას. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მხარეები იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მემორანდუმის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დოკუმენტის შინაარსს მხარეები აუდიენციის დროს განიხილავენ და ქვეყნების დაახლოების შესახებ იმსჯელებენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს პრეზიდენტი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი მოაწერენ.
მანამდე კი გიორგი მარგველაშვილი, მეუღლესთან ერთად, იაპონიის იმპერატორის სასახლეში იმყოფებოდა. შეხვედრა, სრული პროტოკოლის დაცვით, ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.