14 იანვარი 2026,   11:52
ვრცლად
წულუკიანი მზად არის, აგვისტოს ომი დაივიწყოს

წულუკიანი მზად არის, 2008 წლის აგვისტოს ომი დაივიწყოს და რუსეთთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს.  

ეს განცხადება თეა წულუკიანმა იმ ინტერვიუში გააკეთა, რომელიც ნატალი ვანდისტანდს მისცა და მხოლოდ სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

"ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ გადავშალოთ 2008 წლის აგვისტოს ომის გვერდი და  დავიწყოთ ახლის წერა," - აცხადებს თეა წულუკიანი ინტერვიუში.

იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ აგვისტოს ომის "გვერდის გადაშლა" და რუსეთთან ურთიერთობის "ახალი გვერდიდან დაწყება" იქნება ერთგვარი კომპრომისი და მექანიზმი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელახალი სამხედრო დაპირისპირება. თუმცა ის არაფერს ამბობს, როგორ უნდა მოხერხდეს ომის დავიწყება.  

თეა წულუკიანმა ვანდისტანდისათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ დოკუმენტზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ეს მოსკოვის მხრიდან საქართველოს ანექსიად არის მიჩნეული. 

იუსტიციის მინისტრის მიერ  ნატალი ვანდისტანდისთვის მიცემულ ინტერვიუს იუსტიციის სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. 

 

 

დღის ამბები