მორიგი კრიტიკული შეფასება თედო ჯაფარიძემ ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან მიიღო.
მიზეზი თედო ჯაფარიძის ინიციატივაა, რომლის მიხედვითაც დეპუტატი ჟენევის მოლაპარაკებებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ჩართვას ითხოვს.
„თედო ჯაფარიძეს კრეატიული იდეები აწუხებს, მაგრამ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უკვე განსაზღვრულია და მასში ოპოზიციის ჩართვა შეუძლებელია,“ - აცხადებს ზალკალიანი.
ჟენევის მოლაპრაკებებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების, კერძოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილის ჩართვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თედო ჯაფარიძემ დღეს პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შესთავაზა.
ჯაფარიძე ფიქრობს, რომ საკითხები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებების დროს განიხილება, თითოეული მოქალაქის გადასაწყვეტია და პასუხისმგებლობას მარტო მთავრობა არ უნდა იღებდეს. მით უმეტეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კარგი გამოცდილება აქვს.