განათლების სამინისტროში მაღალ ხელფასებს "პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" წარმომადგენლები აპროტესტებენ.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე ამბობს, მინისტრის სახელფასო ანაზღაურება 35 პედაგოგის ხელფასს უდრის.
„თამარ სანიკიძეს ანაზღაურება სახლემწიფოს უჯდება იმდენივე, რამდენიც 35-36 პედაგოგს სჭირდება ერთი თვის განმავლობაში. სამინისტროში, როგორც შტატგარეშე, ასევე შტატიან თანამშრომელზე ყოველთვიურად გაიცემა დაახლოებით იმ რაოდენობის ხელფასი, რაც დააკმაყოფილებდა 1200-1300 პედაგოგს,“- აცხადებს დავით ფერაძე.
"პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი" მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდას ითხოვს.