15 იანვარი 2026,   16:47
ვრცლად
შს სამინისტრომ ე.წ კანონიერი ქურდი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ე.წ კანონიერი ქურდი დააკავეს.

41 წლის კრიმინალური ავტორიტეტი სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააპატიმრეს.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაკავებულს პირადი ჩხრეკისას მარიხუანა აღმოაჩნდა. 

ასევე ოფიციალური ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოში 16 ოქტომბერს რუსეთიდან შემოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს და მას ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ატარებს.

დღის ამბები