13 იანვარი 2026,   21:02
ვრცლად
მაია ფანჯიკიძემ კოლეგებთან ოკუპირებული რეგიონებზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასაბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. მაია ფანჯიკიძე 23 სექტემბერს 9 ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა. მათ შორის, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს. მაია ფანჯიკიძე იგი ასევე შეხვდა ანდორას, კუბის, ისლანდიის, სენეგალის, ანგოლას საგარეო უწყების ხელმძღვანელებს, ასევე კოლეგებს კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან. საუბარი ძირითადად შეეხო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღაირების პოლიტიკას. გაეროს გენერალური ასაბლეის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებს საქართველო, როგორც წესი იყენებს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფოები მხრიდან არაღიარების პოლიტიკისა და გაეროს რეზოლუციაზე მხცარდაჭრის მოპოვების მიზნით.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს. მათ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, უკრაინაში განვითარებული პროცესებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

საერთო ჯამში საგარეო უწყების ხელმძღვანელს აღნიშნულ სესიაზე 50-დე ორმხრივი შეხევდრა აქვს დანიშნული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები