07 იანვარი 2026,   20:08
ვრცლად
მეწყერი კახეთში - ყვარლის მუნიციპალიტეტში საგანგებო სხდომა იმართება

მდინარე დურუჯის სათავეში ჩამოწოლილი მეწყერის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტში ამ წუთებში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს რამდენიმე წუთის წინ გამგებელმა ილია მზექალიშვილმა მიაწოდა. 

მზექალიშვილი ამბობს, რომ სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს ადგილზე არსებული ვითარება და ახლა ინფორმაციის შეჯამება ხდება. ინფორმაცია მიღებული გადაწვეტილების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ კახეთში მეწყერი მდინარე დურუჯის სათავეში 2 საათის წინ ჩამოწვა. მიწის დიდი მასა მდინარის კალაპოტს ჩახერგვით ემუქრება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები