24 დეკემბერი 2025,   17:26
ვრცლად
გერმანულმა ავიაკომპანია "ლუფთჰანზამ" ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 15 საათიანი ფრენა შესარულა

გერმანულმა ავიაკომპანია "ლუფთჰანზამ" თავის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფრენა შეასრულა.

კომპანიის კუთვნილმა თვითმფრინავმა ჰამბურგის აეროპორტიდან ფოლკლენდის კუნძულ პლეზანტის მიმართულებით 13 700 კილომეტრი იფრინა, რისთვისაც 15 საათი და 10 წუთი დასჭირდა.

თვითმფრინავში იმყოფებოდა 92 მგზავრი და 18 ეკიპაჟის წევრი, ასევე  საფრენი აპარატი დატვირთული იყო ალფრედ ვეგერის ინსტიტუტის კვლევითი აღჭურვილობით. მეცნიერთა გუნდი გეგმავს ფოლკლენდიდან ანტარქტიკაზე გაემგზავროს სამეცნიერო მისიით.

დღის ამბები