სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მეორე შვილს ელოდებიან, BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ წყვილის წარმომადგენელმა განაცხადა.
წყვილს უკვე ჰყავს ერთი შვილი - არჩი მაუნტბატენ უინძორი, რომელსაც მაისში 2 წელი შეუსრულდება.
ბუკინგემის სასახლეში ამბობენ, რომ დედოფალი ელისაბედი, მისი ქმარი - ედინბურგის ჰერცოგ ფილიპი, პრინცი ჩარლზი და ოჯახის სხვა წევრები სიახლემ ძალიან გაახარა.
ბავშვი, რომელიც წყვილს რამდენიმე თვეში შეეძინება, ბრიტანეთის სამეფო გვირგვინის რიგში მერვე იქნება.
