საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა. ინფორმაციას ადასტურებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამინისტრომ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების შუამდგომლობით გუშინ მიმართა.
შეყალებულმა პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.
13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ, სასტუმროში შეფარებულ ბავშვებს გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული მამა ესტუმრა.