14 იანვარი 2026,   03:44
ვრცლად
"ოლიგარქის გუნდი საქართველოს ინტერესების დასაცავად არ მუშაობს," - გიგა ბოკერია

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირება მეორეხარისხოვნია და პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებას ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა არ აღელვებს.

ეს განცხადება გიგა ბოკერიამ  უშიშროების საბჭოს დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით გააკეთა.

"მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასეთი სერიოზული გამოწვევის დროს, იმ დროს, როცა დამსახურებული კრიტიკა შეხვდათ ამ საკითხზე, მიუხედავად ამისა, დემონსტრაციულად გვაჩვენებენ ყველას, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომ არ აღელვებთ ეს საკითხები, არ აღელვებთ ინსტიტუტები, არ აღელვებთ უსაფრთხოება და საკუთარ კინკლაობას აყენებენ ყველაფერზე წინ. ეს არის დიაგნოზი, ეს არის ორ წლისთავზე განაჩენი ივანიშვილის გუნდის, რომ თითოეული დღე ამ ხელისუფლების ჩვენს ქვეყანას უქმნის დამატებით საფრთხეებს," - აღნიშნა ბოკერიამ. 

ის აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ "ოლიგარქის გუნდი საქართველოს ინტერესების დასაცავად არ მუშაობს" და მათი ინიციატივები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა ზიანი მოაქვთ ქვეყნისთვის.

28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. მთავრობის წევრები კი სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები