10 იანვარი 2026,   20:59
ვრცლად
"სააკაშვილმა წლები მოანდომა ნათელაშვილის დონეზე დასვლას, ალასანიას თვეები არ დასჭირვებია,"- ივანიშვილი

"თუ სააკაშვილმა წლები მოანდომა ნათელაშვილის დონეზე დასვლას, ალასანიას თვეები არ დასჭირვებია,"- ეს განცხადება ჟუნრალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ივანიშვილის თქმით ის ვერც იმას ხვდება თუ "რა უხარია ირაკლი ალასანიას." 

"დაჭერების შემდგომაც, ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო სახელმწიფო მოღვაწე, კაცი, რომელსაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მმართველობაზე და ხელი შეეწყო ხელისუფლებისთვის, დაუპირისპირდა პროკურატურას, თუმცა ვერცერთი ფაქტი ვერ დასახელდა, რომ პროკურატურას კანონი დაერღვია. განცხადება გააკეთა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ კურსს იცვლის, გადადგნენ მისი მეგობარი მინისტრები – ანეკდოტური სიტუაციაა. საჭე თვითონ ეჭირათ და მიატოვეს საჭე და გადადგნენ და თქვეს, კურსს იცვლის მთავრობაო და ჰგონიათ, რომ საზოგადოება ამას ჭამს, უკაცრავად ამ სიტყვებისთვის", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ასევე გაიხსენა საფრანგეთთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხი და აღნიშნა, რომ ალასანია "საოცარ კონტრაქტს აწერდა ხელს." 

"ქვეყანა გადარჩენილი იყო, ისეთ კონტრაქტს აწერდა ხელს. ამ დროს ურთიერთგაგების მემორანდუმის პარაფირებაზე იყო საუბარი მხოლოდ და არა კონტრაქტს აფორმებდა. მერე დეტალების გამოტანა, რაც იმ დროს არ იყო საინტერესო და საიდუმლო უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ თქვა, თითქოს მოსამართლეებზე ზეწოლას ვახდენ. პირადული მე ალასანიასთან არასოდეს მქონია და არც დღეს გამაჩნია. რამდენჯერმე თქვა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები არიან ივანიშვილის პირადი პატიმრები, იყო შეურაცხყოფა მაფიოზობაზე", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები