14 იანვარი 2026,   10:32
ვრცლად
მატროსოვის ციხესთან გიგი უგულავას "თბილისობა" მიულოცეს

ე.წ. მატროსოვის ციხესთან, სადაც გიგი უგულავაა მოთავსებული, მისი მეგობრები არიან შეკრებილები. შეკრების მიზეზი სახალხო დღესასწაული "თბილისობაა". მეგობრები პატიმრობაში მყოფ უგულავას "თბილისობას" ულოცავენ.

მატროსოვთან აქციის მონაწილეებმა და გიგი უგულავას მეგობრებმა ბოლო წლების განმავლობაში თბილისში აშენებული და რეაბილიტირებული ობიექტების სურათები მიიტანეს და გამოფინეს წარწერით „ეს გიგის გაკეთებულია“.   

ადგილზე შეკრებილები არიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებმაც მედიასთან  დედაქალაქის ყოფილ მერზე ისაუბრეს. 

"შენ გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს უფრო განათებული, უფრო სუფთა და უფრო უსაფრთხო. შენ ახსოვხარ ყველას. მთელმა საქართველომ დაინახა შენი გაკეთებული საქმეები. შენ ხარ ქალაქის და ქვეყნის პატრიოტი. თავისუფლება გიგი უგულავას!" - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 

ე.წ. მატროსოვის ციხესთან იმყოფება ნიკა მელიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ გიგი უგულავასთვის უსამართლოდ წინასწარი პატიმრობა რომ არ შეეფარდებინათ, იგი დღევანდელ თბილისობას ქალაქის ქუჩებში გაატარებდა ისევე, როგორც ყოველთვის. 

გიგი უგულავას მეუღლეს, ლელა კილაძეს კი იმედი აქვს, რომ დრო ყველაფერს სწორად შეაფასებს. 

დღის ამბები