22 დეკემბერი 2025,   13:47
ვრცლად
შსს-მ ნახევარ კილომდე "ჰეროინი" ამოიღო - ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

დღის ამბები