27 ოქტომბერს პრემიერი 2 წლის შედეგებზე სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციათ, დღეს პოლიტსაბჭოზე პრეზიდენტთან დანიშნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე უნდა ემსჯელათ. თუმცა, სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ ეს საკითხი საერთოდ არ განხილულა.
„ქართული ოცნების“ საბჭოს სხდომაზე ოჯახურ ძალადობაზე იყო მსჯელობა და იმ სტრატეგიაზე, რომელიც პრემიერთან უსაფრთხოების საბჭოზე იქნა შემუშავებული.